NDI - გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის
NDI - გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75% თვლის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 55% მიიჩნევს, რომ პარლამენტში დეპუტატი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. ამდენივე, 55%, ფიქრობს, რომ ის აქტიური იქნება, ხოლო 41% თვლის, რომ მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს.

კითხვაზე – რას მოელით პარლამენტის წევრისგან, თბილისში პასუხები ასე გადანაწილდა:

იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის – 74%

ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს – 60%

ის აქტიური იქნება – 56%

ის თქვენს ინტერესებს დაიცავს – 39%

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.