NDI- გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელო ლუგარის ლაბორატორია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 25 პროცენტი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ორმა პროცენტმა.
ამასთან, გამოკითხულთა 66 პროცენტი მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას, ოთხ პროცენტი კი აცხადებს, რომ ლაბორატორია ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა რვა პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 17 პროცენტმა.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.