NDI - გამოკითხულთა 64%-სთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მისაღებია
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი, 26%-სთვის მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის.
აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევით, თბილისში გამოკითხულთა 72%-სთვის ნატო-ს წევრობა მისაღებია, 23%-სთვის მიუღებელია, 5%-მა არ იცის.
დიდ ქალაქებში რესპონდენტთა 67% ფიქრობს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი, 26%-სთვის მიუღებელია, 6%-მა – არ იცის.
კვლევის თანახმად, პატარა ქალაქებში NDI-ის გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა, 21%-სთვის – მიუღებელია, 7%-მა არ იცის.
რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, გამოკითხულთა 63%-სთვის ნატო-ს წევრობა მისაღებია, 28%-სთვის მიუღებელია, 9%-მა არ იცის.
უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხული რესპონდენტების 36% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ნატო-ს წევრობა, 35%-სთვის – მიუღებელია, 29%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.