ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ინტერნეტს ყოველდღე იყენებს.
კითხვაზე, რამდენად ხშირად იყენებთ ინტერნეტს, გამოკითხულთა 10% აცხადებს, რომ კვირაში ერთხელ მაინც, 1% მიიჩნევს, რომ თვეში ერთხელ მაინც.
გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ ინტერნეტს უფრო იშვიათად იყენებს, რესპონდენტთა 28% კი აცხადებს, რომ ინტერნეტს არასდროს იყენებს, ხოლო 1%-მა არ იცის რა არის ინტერნეტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.