NDI - გამოკითხულთა 53 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მორწმუნეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან რწმენამ დაიცვა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მორწმუნეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან რწმენამ დაიცვა, ხოლო 38 პროცენტ არ ეთანხმება.
ამასთან, კითხვაზე, დაესწრნენ თუ არა წელს სააღდგომო მსახურებას ეკლესიაში, გამოკითხულთა 90 პროცენტი აცხადებს, რომ არა, ხოლო ათი პროცენტი აღნიშნავს, რომ წირვაზე დასწრება შეძლო.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.