ნატოში აშშ-ის წარმომადგენელი - ვისურვებდით, რომ რუსეთის ენერგომატარებელებისგან ევროპა დამოუკიდებელი იყოს
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2 “-მა დასავლეთს ხელი შეუშალოს რუსეთის აგრესიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში. ეს განცხადება ჩრდილო-ატლანიტიკურ ალიანსში აშშ-ის წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა გაკეთა.
„ ძალიან შეშფოთებულები ვართ „ ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ით. არ ვისურვებდით, რომ ამ პროექტმა დასავლეთს ხელი შეუშალოს რუსული აგრესიის წინააღმდეგობის გაწევაში. ვისურვებდით, რომ ევროპა რუსეთის ენერგომატარებელებისგან დამოუკიდებელი იყოს”,- განაცხადა კეი ბეილი ჰაჩისონმა. მისი თქმით , ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისი ინფრასტრუქტურით შესაძლოა, ენერგო რესურსების ექსპორტიორი გახდეს.
„ენერგეტიკულ საკითხებში რუსეთისგან დამოუკიდებელები უნდა ვიყოთ”- განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა .