ნატო-ში ბრიტანეთის ელჩი - მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე გვსურს საქართველოსა და ნატო-ს შორის მეტი პრაქტიკული თანამშრომლობა
ნატო-ში ბრიტანეთის ელჩი - მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე გვსურს საქართველოსა და ნატო-ს შორის მეტი პრაქტიკული თანამშრომლობა

მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მოკავშირე სამომავლოდ. მანამდე ჩვენ გვსურს საქართველოსა და ნატო-ს შორის მეტი პრაქტიკული თანამშრომლობა, – ამის შესახებ ნატო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა დევიდ ქუერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მსოფლიოში ძალიან რთული უსაფრთხოების გარემოა და საქართველოსა და ნატო-ს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვენლოვანი იქნება მომდევნო წლების განმავლობაში.

„ბრიტანეთი არ არის ევროკაშირის წევრი და პროცესში არ მონაწილეობს, მაგრამ ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, როგორც ყველგან. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველა საზოგადოება საჭიროებს რეფორმებს და მნიშვენლოვანია რეფორმების განხორციელება ნატო-ში გაწევრიანებისთვის. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ საქართველოში ვიზიტის დროს, თუ როგორ ვიმუშაოთ კიდევ უფრო ახლოს ერთად, რომ საქართველომ შეძლოს ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა დევიდ ქუერმა.