ნატო-ში აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას აღმოსავლეთის საზღვრებთან
ნატო ყურადღებით აკვირდება ვითარებას აღმოსავლეთის საზღვრებთან, მათ შორის გუშინდელი ინციდენტის ჩათვლით, როდესაც ორი ბელარუსული სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდა, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ალიანსის მთელი ტერიტორია დარჩეს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბელარუსის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ორი ვერტმფრენით.