ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია.
სამუშაო შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა შედგა.