ნატო-ს სამიტზე დასწრების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე დასწრების შემდეგ ბაქოში ჩავა.
სამიტის დროს ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება.
სამიტი მიმდინარე წლის 13-14 ივნისს გაიმართება.