ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს დელეგაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს
ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს დელეგაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველო 9-11 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში.

ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ამასთან, ილია დარჩიაშვილი დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად, ვაშინგტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.