ნატო-ს ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მასშტაბური წყალქვეშა სამხედრო სწავლება დაიწყეს
ნატო-ს ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მასშტაბური წყალქვეშა სამხედრო სწავლება დაიწყეს. სამხედრო წვრთნებში სახელწოდებით, „დინამიკური მანტა“ კანადის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, აშშ-ის, ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედროები მონაწილეობენ.
ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები გაერთიანდნენ რთული სცენარების გადასაჭრელად, ივარჯიშებენ შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენასა და თვალყურის დევნებაში.
„მუდმივად განვითარებად წყალქვეშა ლანდშაფტში, „დინამიკური მანტა“ ამზადებს ეკიპაჟებს წყალქვეშ არსებულ ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისა და ადაპტაციისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და რამდენიმე დღის განმავლობაში ვიქნებით ჩართული 24/7 ოპერაციებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.