ნატო-ს კონფერენციის დაწყებამდე ლონდონში, ვესტმისტერის დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა
12:41, 03.12.2019
ლონდონში ნატო-ს კონფერენციის – „ნატო-ს ჩართულობა“ დაწყებამდე, საჯარო ღონისძიებების სივრცეში, ვესტმისტერის დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა.
შენობა დაატოვებინეს ღონისძიების ორგანიზატორების შემადგენლობასა და მომსახურე პერსონალს, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად იყვნენ დაბარებული.
დაახლოებით ერთსაათიანი დამატებითი შემოწმების შემდეგ, სტუმრებს შენობაში დაბრუნების უფლება მისცეს.