ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ევროკავშირში დაგეგმილი არჩევნების წინ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე იზრდება
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ ევროკავშირში დაგეგმილი არჩევნების წინ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე იზრდება.
როგორც მირჩა ჯოანა მიიჩნევს, ამ გზით კრემლი შეეცდება, გავლენა მოახდინოს ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებზე, რათა უზრუნველყოს იმ პოლიტიკური ძალების გამარჯვება, რომლებიც მოსკოვს უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ასევე მოსალოდნელია ჩარევა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.
„რუმინეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდება, როდესაც კრემლი შეეცდება, არ დაუშვას პროდასავლური ძალების წარმომადგენლის გამარჯვება და ხელისუფლებაში უფრო სასარგებლო კანდიდატის მოყვანას ეცდება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
ამასთან, მირჩა ჯოანამ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, არსებობენ თუ არა რუმინეთში კრემლთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რუმინელების 56% არჩევნებზე ფალსიფიკაციას ელოდება, რაც შემაშფოთებელი სიგნალია.