NATO-ს გენერალური მდივანი სირიაში განხორციელებულ ქმედებებს მხარს უჭერს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სირიაში განხორციელებულ ქმედებებს მხარს უჭერს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ნაბიჯები შეამცირებს ასადის რეჟიმის შესაძლებლობას, გამოიყენოს ქიმიური იარაღი.
„მხარს ვუჭერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სირიის მმართველი რეჟიმის ქიმიური იარაღის საწარმოების წინააღმდეგ. ეს შეამცირეს რეჟიმის შესაძლებლობებს, თავს დაესხას ქიმიური იარაღით სირიელ ხალხს“, – ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი სირიის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
„NATO ქიმიური იარაღის გამოყენებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მუქარად აფასებს. ალიანსი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კოლექტიური და ეფექტური პასუხი გასცეს ამ საფრთხეს“, – ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.