ნატო-ს გენერალური მდივანი დათანხმდა უკრაინული მხარის მოთხოვნას, მოიწვიოს ახალშექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა
ნატო-ს გენერალური მდივანი დათანხმდა უკრაინული მხარის მოთხოვნას, მოიწვიოს ახალშექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის მოთხოვნას, მოიწვიოს ახალშექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესმდივანი, ოანა ლუნგესკუ ავრცელებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის ცნობით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა 26 ივლისს, დიპლომატების დონეზე გაიმართება.

საბჭოზე შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ იმსჯელებენ.

მანამდე, უკრაინაში განაცხადეს, რომ უკრაინა გაანადგურებს რუსულ გემებს, თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმას.