ნატო რუსეთს და ბელარუსს სამხედრო წვრთნების ჩატარების დროს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს
ნატო რუსეთს და ბელარუსს სამხედრო წვრთნების ჩატარების დროს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს. ამის შესხებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოან ლუნგესკუმ გააკეთა.
მისი თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მანევრებზე დამკვირვებლებად ჯერ არ მიუწვევიათ.
„ნატო ყურადღებით აკვირდება სამხედრო წვრთნებს „ზაპად 2021“. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, ჩაატაროს სამხედრო სწავლებები, თუმცა მათ უნდა დაიცვან ვალდებულება, რომ მანევრები გამჭვირვალედ ჩატარდება“, – განაცხადა ლუნგესკუმ.
ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს და ბელარუსს, რომ მათი ქმედებები საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით გამჭვირვალე და პროგნოზირებადი იყოს.
რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ზაპად 2021“ გუშინ ოფიციალურად გაიხსნა და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.