ნატო ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობასა და საავტომობილო მონაკვეთის გახსნას გმობს
ნატო ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობასა და საავტომობილო მონაკვეთის გახსნას გმობს

ჩრდილო – ატლანტიკური ალიანსი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობასა და მისი საავტომობილო მონაკვეთის გახსნას გმობს.

„ ყირიმი არის უკრაინის ნაწილი და ეს ხიდი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის მორიგი ფაქტია”, -განაცხადეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

როგორც ცნობილია, 15 მაისს ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილის გახსნის ცერემონია გაიმართა.

მსგავსად ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა, ხიდის მშენებლობისა და გახსნის ფაქტი დაგმო ევროკავშირმაც.