NATO მისამართს იცვლის, იენს სტოლტენბერგი ახალ შენობაში გადასასვლელად ემზადება
ნატო-ს მინისტერიალი ბოლოჯერ ტარდება იმ შენობაში, რომელიც 50 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა იყო.
ორგანიზაცია მისამართს იცვლის და ძველი შენობის მოპირდაპირე ქუჩაზე აშენებულ ახალ შენობაში გადადის.
მომავალში მინისტერიალები და ივლისის ნატო-ს სამიტიც ახალ შტაბ-ბინაში გაიმართება.
შტაბ-ბინაში ორგანიზაციის პოლიტიკური ცენტრი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი ადგილსამყოფელია, განთავსებულია ნატო-ს გენერალური მდივნის სამუშაო ოთახი, მუშაობენ მუდმივი წარმომადგენლები, ეროვნული დელეგაციები, ეროვნული სამხედრო წარმომადგენლები, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარე.
ახალი შენობის მშენებლობა და კეთილმოწყობა მილიარდ ევროზე მეტი დაჯდა. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავრცელებს ფოტოს, როგორ ალაგებს ნივთებს კაბინეტში და გადასასვლელად ემზადება.
საკუთარ ოთხში გენმდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა ფოტოსესია მოაწყო.
გენმდივნის პრესსპიკრი ბელგიას მასპინძლობისა და ახალი შენობის აშენებში დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის.