შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა.
„შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა. მოგეხსენებათ უკვე, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობა, ამიტომ არ ვაწერთ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, დანარჩენს ვნახავთ მომავალში. დღესვე ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.