ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაშია საუბარი.
დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ნატო-სა და ოფიციალურ მოსკოვს შორის ურთიერთობას და რუსეთის აქტივობას ეხება. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან სამხედრო ურთიერთობას წყვეტს და აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობას გაზრდის, თუმცა ამასთან აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ მზად არის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ეძებს კონფრონტაციას და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”,- აღნიშნულია დოკუმენტში.
დეკლარაციის მიხედვით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან არის დაკავშირებული.