ნათია თურნავა - ვაფასებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ თურნავამ განაცხადა, აფასებს IMF-ის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში.
„International Monetary Fund-ისა და World Bank-ის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა, შევხვედროდი კრისტალინა გეორგიევას და პირადად მიმელოცა მისთვის სსფ-ის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვაქვს ვაშინგტონში. ვაფასებ სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.