ნათია თურნავა – ვაფასებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში

15:46, 20.04.2024

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ თურნავამ განაცხადა, აფასებს IMF-ის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში.

„International Monetary Fund-ისა და World Bank-ის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა, შევხვედროდი კრისტალინა გეორგიევას და პირადად მიმელოცა მისთვის სსფ-ის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვაქვს ვაშინგტონში. ვაფასებ სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი