ნათია თურნავა - საქართველო ძალიან უსაფრთხოა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს იმიჯი უფრო განვამტკიცოთ და მსოფლიოს გავაცნოთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა და ყველაფერი კეთდება, რათა ეს იმიჯი კიდევ უფრო განამტკიცონ და მსოფლიოს გააცნონ.
„საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინშეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ტურიზმის მინისტრებთან, ტრანსპორტის მინისტრებთან, ეკონომიკის მინისტრებთან, როგორც ევროპული სახელმწიფოების, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში.
რასაც ვხედავთ, ადამიანები, უცხოელი ტურისტები არიან მოწყურებულები ზოგადად, უნდათ, გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ. საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო, ნომერ პირველი სავარაუდო ადგილი“,- აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს არა მხოლოდ საინტერესო გარემო დახვდეთ, არამედ უსაფრთხოდ მოემსახურონ.
თურნავას თქმით, უსაფრთხო მომსახურება სწორედ საქართველოს უპირატესობაა.
„ასე რომ, ის ფაქტი, რომ ჩვენ უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ეს პირიქით, ჩვენი უპირატესობა არის, რადგან დღესდღეობით ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყრუადღებას, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იყოს, არა მხოლოდ საინტერესო, რელაქსირებული გარემო დახვდეს, არამედ სრულიად უსაფრთო და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს მედიკოსებთან ერთად. გაიდლაინები დამუშავებული გვაქვს და გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.