ნათია თურნავა - მზად ვართ, მთის კურორტების მართვის სისტემის რეფორმა განვახორციელოთ
ნათია თურნავა - მზად ვართ, მთის კურორტების მართვის სისტემის რეფორმა განვახორციელოთ

მზად ვართ, განვახორციელოთ მთის კურორტების მართვის სისტემის რეფორმირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ეფექტიანად მართვის მიზნით საკურორტო ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარლამენტი განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც უფრო მეტი ინიციატივის უფლება ეძლევა ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ შორის, მენეჯმენტ-კომპანიების შექმნის თვალსაზრისით.

„ვფიქრობთ, რომ აქ უფრო მეტად დეცენტრალიზაციის გზით წავალთ, რადგან ძალიან ბევრი თუნდაც ინფრასტრუქტურული საკითხი და პრობლემა, რომელიც გაცილებით უკეთ ჩანს ადგილიდან, ადგილზე უფრო სწრაფად წყდება, ვიდრე ჩვენ ამას თბილისიდან გადავწყვეტთ. აქედან გამომდინარე, ამ დარგის რეფორმირებას არ გამოვრიცხავ და პირიქით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.