ნათია თურნავა - „იუნისეფის“ დასკვნა დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას
ჩვენთვის „იუნისეფის“ დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, განსაკუთრებით, პანდემიის დროს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მოსახლეობის დახმარებამ, სოციალურად დაუცველების დახმარებამ და ბავშვების დახმარებამ გამოიღო თავისი შედეგი.
„მიუხედავად უდიდესი გამოწვევისა, რომლის წინაშეც საქართველო და მთლიანად მსოფლიო დგას, ეს არის სიღარიბის ზრდა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბავშვებთან დაკავშირებული ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია“, – განაცხადა თურნავამ.
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. UNICEF-ის კვლევის თანახმად, ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას