ნათია თურნავა - ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას.
თურნავას თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე, რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.