ნათია თურნავა - დამატებით ფრენების აღდგენა დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, გადაწყვეტილებას მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, აღდგება თუ არა დამატებით რეგულარული ფრენები.
თურნავა ამბობს, რომ ფრენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირველ რიგში მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღებენ.
„თქვენ იცით, რომ აგვისტოში ჩვენ ნაწილობრივ აღვადგინეთ რეგულარული ფრენები. აღდგება თუ არა დამატებით რაიმე ფრენა, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, რომელიც ზოგადად იცვლება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თქვენ ხედავთ, რომ თითოეული გაუფრთხილებელი ნაბიჯი იწვევს პოტენციურად დიდ ზიანს, ჩვენ ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.