ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში ტურიზმის სამინისტროს შექმნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოში ტურიზმის სამინისტროს შექმნის საკითხი ამჟამად არ განიხილება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია იმდენად ვითარდება, რომ ასეთი უწყების წინააღმდეგი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთში ეს ინიციატივა არ განიხილება, რასაც ვუყურებ, ისე ვითარდება ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ეკონომიკის სამინისტროს მაგივრად რომ ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ, უკეთესი იქნება. პირადად მე, მივესალმები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.