ნათია მეზვრიშვილმა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს
ნათია მეზვრიშვილმა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს, რიჩარდ ტიბელსს შეხვდა.

შსს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

უწყების ცნობით, რიჩარდ ტიბელსმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები.