ნათია მეზვრიშვილი - გიორგი ზურაბიშვილთან გასაუბრების შემდეგ, თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა, შსს სათანადო რეაგირებას მოახდენს
გიორგი ზურაბიშვილთან გასაუბრების შემდეგ, თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა, შსს სათანადო რეაგირებას მოახდენს, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მისი თქმით, როგორც კი გიორგი ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ განცხადება გავრცელდა, შსს–ს გენინსპექციამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და გიორგი ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
„როგორც გიორგი ზურაბიშვილის განცხადებიდან ირკვეოდა, მისი გადმოცემით, სავარაუდოდ, მუქარა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხორციელდებოდა. გენინსპექციის ფუნქციაა, როცა განცხადებაში სამართალდამცავი ორგანოები ფიგურირებენ და მათ ბრალდებას უყენებენ, ამაზე რეაგირება მოახდინოს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.