ნათია მეზვრიშვილი - არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ
ნათია მეზვრიშვილი - არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაციები, რადგან, პირველ რიგში, ეს არ შედის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესში. ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ჰუმანიტარულ ჭრილში და დაიცალოს პოლიტიკისგან. სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.