ნათია მეზვრიშვილი - განრიდებულ პირებში საკმაოდ დაბალია რეციდივის მაჩვენებელი და 9%–ს არ აღემატება
ნათია მეზვრიშვილი - განრიდებულ პირებში საკმაოდ დაბალია რეციდივის მაჩვენებელი და 9%–ს არ აღემატება

დღეს გვყავს ბევრი არასრულწლოვანი ნასამართლეობის გარეშე, ბევრი ვინც ციხეს მოვარიდეთ და ბევრი, ვინც მართლმსაჯულების პროცესს განვარიდეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვალა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ლიბერალიზაციის შემდეგ და მოზარდის დაკავების შემთხვევაში, აქვთ თუ არა სამართალდამცველებს მოქმედების განსაზღვრული წესი, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად იმუშავა.

„შევამცირეთ პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელი. განრიდებულ პირებში საკმაოდ დაბალია რეციდივის მაჩვენებელი, რომელიც 9%–ს არ აღემატება, რაც საკმაოდ კარგია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.