ნათია მეზვრიშვილი - დავით ფარცვანია დღეს პარტიიდან გავრიცხეთ, უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან დავით ფარცვანიას გარიცხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ეს გამყიდველი იყო არავინ და არაფერი, რომელიც დააფასეს, კაცად აქციეს და სუს-სა და ოცნებაზე 20 000 დოლარად გაიყიდა. დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, დღეს საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დავით ფარცვანიას სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო პარტია დაატოვებინეს.
ამასთან, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა დავით ფარცვანიამ განაცხადა, მან პარტიის დატოვებაზე განცხადება თავად დაწერა. ფარცვანიამ სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა უარყო და განაცხადა, რომ პარტიასთან გარკვეული უთანხმოებები ჰქონდა.