დავით ფარცვანია - როგორც გიორგი გახარიაა „კოკაიშნიკი“, ისე მე მაქვს აღებული 20 000 დოლარი, ყოჩაღ, მეგობრებო, ასე გააგრძელეთ და თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ პარტია
დავით ფარცვანია - როგორც გიორგი გახარიაა „კოკაიშნიკი“, ისე მე მაქვს აღებული 20 000 დოლარი, ყოჩაღ, მეგობრებო, ასე გააგრძელეთ და თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ პარტია

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი დავით ფარცვანია პარტიიდან გარიცხვას უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიის დატოვებაზე განცხადება თავად დაწერა. ფარცვანიას თქმით, მან ასევე დატოვა თბილისის საკერბულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ და დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

ამასთან, ფარცვანია სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობასაც უარყოფს და აღნიშნავს, რომ პარტიასთან გარკვეული უთანხმოებები ჰქონდა.

„პირველ რიგში მინდა, დავიწყო, რომ პარტია მე თვითონ დავტოვე. მქონდა საუბარი ამაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან. ასევე დღეს განცხადებაც კი დავწერე და ერთგვარად პირველი ტყუილია, ვითომ გამრიცხეს პარტიიდან. მეორე, რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაკებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დასხდნენ სხდომის დარბაზში ჩემს გვერდით. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არ არსებობა, ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ, ასევე პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები. ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი, გიორგი გახარია არის „კოკაიშნიკი“ ისევე მე მაქვს აღებული 20 000 დოლარი. ყოჩაღ, მეგობრებო კარგად ეწევით ბრალდებების საპასუხო ბრალდებებს. ასე გააგრძელეთ და თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ პარტია“, – განაცხადა თოფურიამ.

საკრებულოში დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დავით ფარცვანიას სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო პარტია დაატოვებინეს.