ნათია მეზვრიშვილი - ჩადებას არ ვაპირებთ, ჩადება ჩვენი პროფესიონალიზმის შეურაცხყოფაა​
ნათია მეზვრიშვილი - ჩადებას არ ვაპირებთ, ჩადება ჩვენი პროფესიონალიზმის შეურაცხყოფაა​

ჩადებას არ ვაპირებთ, ჩადება ჩვენი პროფესიონალიზმის და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შსს-ს კამპანიაზე „არაჩადებას“ კომენტირებისას აღნიშნა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შსს-ს რეფორმების ამბიციური გეგმა აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ – არა ჩადებას. ამ მესიჯით ჩვენ პირველ რიგში ვამბობთ იმას, რომ ჩადებას არ ვაპირებთ. ეს ერთი, მეორე – ჩადება ჩვენი პროფესიონალიზმის და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფაა. შესაბამისად, ეს ის მეთოდები არ არის, რომელსაც სამინისტრო აპირებს და ამ კამპანიასთან შეერთებით ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ.

ჩვენ რეფორმების ამბიციური გეგმა გვაქვს. ის რეფორმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაანონსა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ. მხოლოდ და მხოლოდ წინ”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას – „არაჩადებას“ შეურთდა.