ნათია მეზვრიშვილი Birja Mafia-ს საქმეზე - პოლიციელთა ბრალეულობაზე საუბარი არასერიოზული იქნება, სანამ გადაწყვეტილებას არ ვნახავ
ჩემი მხრიდან პოლიციელთა ბრალეულობაზე საუბარი არასერიოზული იქნება, სანამ გადაწყვეტილებას არ ვნახავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომელიც რეპჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას გამოეხმაურა.
მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწვეტილებას დეტალურად უნდა გაეცნოს.
“უნდა ვნახოთ, ამ ყველაფერს პროკურატურამ და სასამართლომ რა სამართლებრივი შეფასება მისცეს”, – დასძინა მეზვრიშვილმა.
Birja Mafia-ს ორივე წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
Birja Mafia-ს წევრები 7 ივნისს დააკავეს და მალევე, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სააპელაციო სასამართლოდან გაათავისუფლეს. რეპჯგუფის წევრები მათ დაკავებას იმ პერიოდში გადაღებულ კლიპს უკავშირებენ, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.