ნატალია ვუტოვა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, საჭიროა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება, სწორედ ამიტომ გვაქვს საქართველოსთან სამოქმედო გეგმა
ნატალია ვუტოვა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, საჭიროა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება, სწორედ ამიტომ გვაქვს საქართველოსთან სამოქმედო გეგმა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროსაბჭოს სტანდარტები, რომელიც დაკავშირებულია არასათანადო მოპყრობასთან, ევროპაში საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განხორციელდეს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვუტოვას თქმით, საჭიროა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის გაგრძელება.

„დღევანდელი კონფერენცია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროსაბჭოს სტანდარტები, რომელიც დაკავშირებულია არასათანადო მოპყრობასთან, წამებასთან და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზულ დარღვევასთან, განხორციელდეს ევროპაში საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

ზოგადად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მსგავსი ორგანოს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დაცული იყვნენ მათი ფუნდამენტური ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისგან და ასეთი დარღვევა თუ ხდება, შესაბამისი, დამოუკიდებელი გამოძიება იქნება ჩატარებული. საჭიროა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის გაგრძელება და სწორედ ამიტომ გვაქვს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან“, – აღნიშნა ნატალია ვუტოვამ.