ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა შეეფარდა
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა შეეფარდა

გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აღნიშნა, არსებობს დანაშაულის გაგრძელების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარე კი ქორიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

წინასასამართლო სხდომა 21 მაისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.