„ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია“ ეკოაკადემიას აფუძნებს
„ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია“ ეკოაკადემიას აფუძნებს

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია“ ეკოაკადემიას აფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკადემია იქნება ახალი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული თემები, ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი საკითხები გაერთიანდება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ საინტერესო ლექციები, მიიღონ პრაქტიკული რჩევები მოწვეული ტრენერებისგან, დარგის სპეციალისტებისა და გარემოს დამცველებისგან, რომლებიც გააზიარებენ ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას.

„აკადემიის ლექციებზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება; გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური საკითხები; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება; სპეციფიკური ნარჩენების მართვა; ცირკულური ეკონომიკა; საქართველოში სპეციფიკური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები. ასევე, მოეწყობა გასვლითი პრაქტიკული შეხვედრები უშუალოდ საწარმოებში“, – აცხადებენ აკადემიის დამფუძნებლები.