მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა დოხას ტურნირიდან მოიხსნა, რომელიც 11-16 თებერვალს გაიმართება. 21 წლის სპორტსმენი ზურგში ტკივილებს განიცდის.
„ძალიან ვწუხვარ დოხას ტურნირიდან მოხსნის გამო, – ციტირებს „ეიეფპი“ (AFP) ოსაკას, – მე იქ ჩემს გულშემატკივართან შეხვედრას ვგეგმავდი.“
შეგახსენებთ, რომ ნაომი ოსაკა ბოლო ორი დიდი სლემის (ამერიკის დ ავსტრალიის ღია ჩემპიონატების) გამარჯვებულია.