„ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან განახლდა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დილით კომპანიამ ისევ განაახლა. რიონის ხეობაში, ადგილზე, სადაც ტექნიკა მუშაობს, უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები რჩებიან.
ამ წუთებში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მოსახლეობამ ჯვარი დადგა. თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მისულ აქციის მონაწილეებს ჯვარი გადატანილი დახვდათ.
მოსახლეობაის ნაწილი, რომელიც აქციას მართავს, ფიქრობს, რომ ეს პროექტი საფრთხის შემცველია და ჰესის მშენებლობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაპირობაა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია და გაგრძელდება.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ ტერიტორიაზე აღმართული ჯვრის შესახებ წყალტუბოს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს.