„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ და ჰესის მშენებლობა გააპროტესტონ.
„გამოდით, გამოდით“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას 16:00 საათიდან მართავენ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამის შემდეგ კი თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.