„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მართავენ

17:21, 24.05.2021

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ და ჰესის მშენებლობა გააპროტესტონ.

„გამოდით, გამოდით“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას 16:00 საათიდან მართავენ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამის შემდეგ კი თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.

მსგავსი