„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობის ნიშნად კახეთიც შეუერთდა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას სოლიდარობის ნიშნად კახეთიც შეუერთდა. თელავის შესასვლელში შეკრებილმა ადგილობრივებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს და ხმოვანი სიგნალებით პროტესტი გამოხატეს.
მათი განცხადებით, „რიონის ხეობის მცველების“ მოთხოვნა სამართლიანია და მათ მოთხოვნებს იზიარებენ.
„მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, არიან ჩვენი დროის გმირები. დღეს თავი შევიკავეთ ცენტრალური გზის პიკეტირებისაგან, მაგრამ შემდეგში, თუ ხელისუფლება არ მოუსმენს ხალხს, მზად ვართ, ყველა ის მოქმედება განვახორციელოთ, რასაც აქციის ორგანიზატორები დაგეგმავენ და აქტიურად ჩავერთოთ პროცესებში“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ტალიურმა.