„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან გადაინაცვლეს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან გადაინაცვლეს. როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს ისინი გზების გადაკეტვას იწყებენ, რათა კომპანია „ენკას“ მშენებლობაში ხელი შეუშალონ.
გოლეთიანის თქმით, ისინი გადაადგილების უფლებას მხოლოდ „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას არ მისცემენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი გადაადგილებაზე პრობლემას არ შეუქმნიან.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, აღნიშნული ავტომობილი კომპანია „ენკას“ ეკუთვნის.
„ენკას“ ბაზის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.