„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთში გამართეს
„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს ლანჩხუთის შემდეგ, ოზურგეთში გამართეს.
„რიონის ხეობის მცველებმა“ თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს თავიანთი სამოქმედო გეგმები გააცნეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია, მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში იმის შესახებ, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია.
დღესვე, „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მოსახლეობას ჩოხატაურში შეხვდებიან.
აქტივისტები მოძრაობისა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 194-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესის მშენებლობას.