„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში, რკინის ჯებირებთან აქციას მართავენ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში, რკინის ჯებირებთან აქციას მართავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში არიან შეკრებილები, სადაც განთავსებულ რკინის ჯებირებზე ხელის დარტყმითა და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აღნიშნული ფორმით პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება გუმათში განთავსებულ რკინის ჯებირებს არ აიღებს.

გოლეთიანის თქმით, ყოველ საღამოს, 19:00 საათზე იქნება შეხვედრები, სადაც აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს საკუთარ გეგმებს გააცნობენ.

რიონის ხეობაში პროტესტი უკვე 222 დღეა, გრძელდება.