„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები პოლიციას მოუწოდებენ, რომ გუმათში, რკინის ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცეს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იმყოფებიან, სადაც სამართალდამცველებს სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე რკინის ბარიკადები აქვთ აღმართული.
რკინის ბარიკადების მეორე მხარეს პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, რომ ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცეს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში ბარიკადებთან გუშინაც მივიდნენ. გუშინდელი პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტები რკინის ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამოხვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა.