სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება
სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი გუმათში რჩებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ მიერ დაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ახლა ისინი 23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

სოფელ გუმათში კვლავ მობილიზებულია პოლიცია. მათ გზა ამ დრომდე რკინის კონსტრუქციის ნაწილით და ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. სოფელ ნამახვანისკენ გადაადგილება კვლავ აკრძალულია.